01/02/2022
10:29
საზოგადოება
მისი თქმით, საქართველო ტაბლეტირებულ მედიკამენტებს ერთ-ერთი პირველი მიიღებს.
“ტაბლეტირებული მედიკამენტები ალბათ რევოლუციას მოახდენს და დაამთავრებს პანდემიას აცრასთან ერთად. საქართველო ერთ-ერთი პირველი ქვეყანა იქნება, რომელიც ამ მედიკამენტებს მიიღებს, კონტრაქტი უკვე გაფორმებულია. მთელი მსოფლიო რიგშია. როცა გვექნება ეს ტაბლეტირებული ფორმულა და პლუს „რემდესივირი“, რომელიც ახლაც გვაქვს, ძალიან დიდი იმედია, რომ მკვეთრად შემცირდება როგორც მძიმე შემთხვევები, ისე სიკვდილიანობა“,- განაცხადა ცერცვაძემ.
თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, წლის ბოლოსთვის მინიმუმ 2/3 უნდა ყოფილიყო ვაქცინირებული და ამას მიაღწია ევროპის და ამერიკის ქვეყნებმა, საქართველოში კი მხოლოდ 1/3 არის ვაქცინირებული.
“ამას შეცდომას ვერ დავარქმევ, რადგან სახელმწიფომ ყველაფერი გააკეთა, შემოიტანა განუსაზღვრელი რაოდენობით საუკეთესო ვაქცინა, 500 ვაქცინაციის პუნქტი, მობილური პუნქტები, ავტობუსები, სოფლებში კარდაკარ სიარული. სპეციალურად ვეკითხები ჩემს პარტნიორებს უცხოეთში და იქ მეტს არაფერს აკეთებენ, უბრალოდ მოსახლეობას აქვს მეტი პასუხისმგებლობა. ორი თვით დაგვიანდა, რადგან ჩინური ვაქცინების შემოტანაზე კატეგორიული უარი თქვეს და აუცილებლად „ფაიზერი“ უნდოდათ. ამანაც გამოიწვია დაგვიანება. ერთი წელია, მიდის გაშლილი კამპანია ვაქცინაციის.” – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.
0
0