26/05/2023
14:41
ეკონომიკა
საქართველო რუსეთისთვის ერთ-ერთი ყველაზე ძვირი მიმართულებაა - ამის შესახებ რუსული მედია ტუროპერატორებზე დაყრდნობით წერს.
რუსეთის ტუროპერატორთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტმა, არტურ მურადიანმა 2023 წლის სეზონის განხილვისას ყურადღება გაამახვილა უცხოური ავიაკომპანიების პოლიტიკაზე, რომლებიც რუსეთში შეზღუდული საჰაერო მიმოსვლის გამო, ძალიან კომფორტულად გრძნობენ თავს ღია მარშრუტებზე და დიდ მოგებას იღებენ რუსი ტურისტებისგან. ამ სიაში კი, მისი ვერსიით შედის საქართველო და ავიაკომპანიები ახლო აღმოსავლეთიდან.
მისი თქმით, არ არსებობს წინაპირობები იმისა, რომ უცხოელ მოთამაშეებს შორის კონკურენცია გაძლიერდეს და ავიაბილეთებზე ფასების კლება დაიწყოს. ამის ერთ-ერთი მიზეზია უცხოური ავიახაზების მჭიდრო კავშირი რუს ტუროპერატორებთან, რომლებიც ფრენებზე ადგილებს იკავებენ.
როგორც მურადიანმა აღნიშნა, საქართველოს გამოჩენა ტურისტულ დღის წესრიგში მოულოდნელი აღმოჩნდა და ეს მიმართულება, რომელიც ექვემდებარება საჰაერო ტრანსპორტის გაფართოებას, შესაძლოა, ზაფხულის ბოლომდე ტურისტული მიმართულების ტოპ 5-შიც კი მოხვდეს.
თუმცა, ჯერჯერობით ამ ქვეყანაში მოგზაურობის მოთხოვნა არც ისე მაღალია, საქართველოს ხელისუფლებაზე პოლიტიკური ზეწოლის გამო.
„ფსიქოლოგიურად რუსი ტურისტები ძალიან მგრძნობიარენი არიან მსგავსი გამოვლინების მიმართ. არავის სურს საწყენი სიტყვების მოსმენა აეროპორტში. შესაბამისად, საქართველოს მისამართით მოთხოვნა ამ დროისთვის შენელდება. გარდა ამისა, საქართველო ახლა ძალიან ძვირია, თუმცა ფრენების ფასებმა კლება დაიწყო“, - განაცხადა ტუროპერატორთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტმა.
წყარო: bpn.ge
0
0