16/06/2022
10:44
მსოფლიო
საქართველომ, მოლდოვამ და ეკვადორმა „რამშტაინის ფორმატის “ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, სადაც უკრაინისთვის იარაღის მიწოდების საკითხები განიხილება. ამის შესახებ ბრიუსელში აშშ-ის თავდაცვის მდივანმა ლოიდ ოსტინმა განაცხადა. ინფორმაციას „ეხო კავკზა“ ავრცელებს.
რამშტაინის შეხვედრაში იმ ქვეყნების თავდაცვის მინისტრებმა და შტაბების ხელმძღვანელებმა მიიღეს მონაწილეობა, რომლებიც უკრაინას სამხედრო დახმარებას აწვდიან.
„უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიის დაწყებიდან უკრაინას 45-მა ქვეყანამ აღმოუჩინა დახმარება. მთელი მსოფლიო აღშფოთებულია რუსეთის არაპროვოცირებული აგრესიით და გლობალური წესრიგის დაცვის სულისკვეთებას გამოხატავს“ - განაცხადა ოსტინმა.
„მივესალმები საქართველოს, მოლდოვის და ეკვადორის წარმომადგენლებს, რომლებიც დღევანდელ შეხვედრაში მონაწილეობენ, ასევე აქ მონაწილეობენ ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნები და ევროკავშირის წარმომადგენლები“ - განაცხადა ოსტინმა.
„რამშტაინის ფორმატის შეხვედრა უკვე მესამედ ტარდება. ბოლო შეხვედრაში უკრაინისთვის მძიმე შეიარაღების გადაცემის საკითხი განიხილებოდა, კერძოდ არტილერიის და ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემების საკითხი.
0
0