27/10/2023
12:02
კონფლიქტები
ოკუპირებული ე.წ. სამხრეთ ოსეთის დეფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ანგოლაში მიმდინარე საპარლამენტთაშორისო კავშირის 147-ე ასამბლეის ფარგლებში გაკეთებულ განცხადებებს ეხმაურება. პაპუაშვილმა, კერძოდ, მიუთითა სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის საქართველოს ისტორიულ კუთვნილებაზე.
„აშკარაა, რომ ის, რაც მან ასამბლეის ტრიბუნიდან გააჟღერა, არის საერთაშორისო თანამეგობრობისთვის არარსებული დღის წესრიგის თავსმოხვევის ნათელი მაგალითი. სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი ისტორიულად არ იყვნენ საქართველოს შემადგენლობაში. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკა და აფხაზეთის რესპუბლიკა არის ქვეყნები, რომელთა ხალხებმა სისხლით მოიპოვეს უფლება, იცხოვრონ თავიანთ მიწაზე და დაამყარონ ურთიერთობა სხვა სახელმწიფოებთან, ზოგადად მიღებული პრინციპების საფუძველზე: ხალხთა უფლებების პატივისცემა, ჩაურევლობა, ძალის გამოუყენებლობა ან ძალის მუქარა“, - ნათქვამია განცხადებაში.
პაპუაშვილმა საერთაშორისო ფორუმზე გამოსვლისას განაცხადა, რომ „რუსეთი ძირს უთხრის საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს ქვეყნის ორი ისტორიული ნაწილის - აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპირებით, უარს ამბობს საერთაშორისო ვალდებულებების შესრულებაზე და მხარს უჭერს ადგილზე არასტაბილურობასა და კრიმინალურ ქმედებებს. ”
0
0
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
25/11/2024