02/05/2024
11:34
ეკონომიკა
საქართველო ერთ-ერთი ლიდერია რეგიონში ტექნოლოგიური ინოვაციების მხრივ, ასევე მნიშვნელოვანი დამაკავშირებელია ევროპასა და აზიას შორის, – ამის შესახებ აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტმა, მასაცუგუ ასაკავამ აზიის განვითარების ბანკის 57-ე წლიური შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„მინდა, მადლობა გადავუხადო საქართველოს ფინანსთა მინისტრს. ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც საქართველო მასპინძლობს აზიის განვითარების ბანკის 57-ე წლიურ შეხვედრას. დარწმუნებული ვარ, ჩვენ ყველა მოუთმენლად ველით, რომ ეს იქნება ძალიან წარმატებული. თავისი ტრადიციული და თანამედროვე, გამორჩეული ბრენდით საქართველო არის ძალიან მომხიბვლელი და სტუმართმოყვარე ქვეყანა. მისი მნიშვნელოვანი ისტორიით, საქართველო დგამს შთამბეჭდავ ნაბიჯებს მომავლისკენ. ის არის ერთ-ერთი ლიდერი რეგიონში ტექნოლოგიური ინოვაციების მხრივ, ასევე ძლიერი და მნიშვნელოვანი დამაკავშირებელი ევროპასა და აზიას შორის. განსახილველ საკითხებს შორის არის ფინანსური ტექნოლოგიები, ევროპისა და აზიის დაკავშირებულობა, საქართველოს წვლილი რეგიონულ განვითარებაში და მისი როგორც ინოვაციების ჰაბის ადგილი. გისურვებთ წარმატებულ ღონისძიებას და ნაყოფიერ და სასიამოვნო შეხვედრას“, – აღნიშნა ასაკავამ.
0
0