02/03/2023
12:12
კულტურა
გერმანიაში ITB 2023-ის ტურისტულ გამოფენას საქართველო გრანდიოზული გალაკონცერტით გახსნის. მსოფლიოში ერთ-ერთ უდიდესს ტურისტულ გამოფენაზე ათასობით სტუმარი ქართულ ფოლკლორს, ელექტრონულ მუსიკალურ კომპოზიციებს, ეთნო ჯაზს, ოპერასა და ეროვნულ ბალეტს, ტრადიციულ და თანამედროვე ელემენტებისგან შემდგარ ცეკვებს და სიმღერებს გაეცნობა.
ბერლინში მაყურებლის წინაშე მსოფლიოში ცნობილი ქართველი ვარსკვლავები წარდგებიან. თუ რა მუსიკალური პროგრამით წარდგება გამოფენაზე საქართველო, ამის შესახებ კომპოზიტორმა დათო ევგენიძე.
„უმნიშვნელოვანესია, რომ საქართველო ITB Berlin-ის მასპინძელი ქვეყანაა. მსოფლიო ტურიზმის გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება უმსხვილესი კომპანიები. საქართველო თავისი ბუნებითაც მასპინძელი ქვეყანაა, მაგრამ აქ ექსკლუზიურად – პლუს მართლა მასპინძელ ქვეყნად ვართ დასახელებული, სადაც ჩვენი საოცარი კულტურა, ქართული ხალხური კულტურა და ჩვენი კლასიკოსები იქნებიან წარდგენილი. სპეციალურად შევარჩიეთ ცნობილი „ტანო ტატანო“, ლექსი ცნობილი ყველასთვის, იმ ქართული პოეზიის ნაწილი, რასაც ქართული ენის დღესასწაული ჰქვია, თან რითმითაც თოთხმეტ-მერვედზეა, რაც ქართული ცეკვების რითმებსაც აერთიანებს. ამ ეთნოჯაზს შევთავაზებთ მსოფლიო მსმენელს და მაყურებელს“, – აცხადებს დათო ევგენიძე.
ITB Berlin 2023-ზე საქართველო წელს მასპინძელი ქვეყნის სტატუსით წარდგება. გამოფენაზე საქართველოს მთავარი კონცეფციაა „უსაზღვრო სტუმარმასპინძლობა“.
2019 წელს მსოფლიოში ერთ-ერთ უდიდესს ტურისტულ გამოფენას 181 ქვეყნიდან 160 000-ზე მეტი ვიზიტორი ჰყავდა. გამოფენას საერთაშორისო მედიის 5 000-მდე წარმომადგენელი აშუქებდა.
0
0
ნიკა გვარამია საზღვარგარეთ გაემგზავრა
25/11/2024