23/02/2023
21:21
სამხედრო
“უკრაინაში ომის დასრულებით უნდა გაირღვეს რუსეთის აგრესიის წრე”, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა „როიტერთან“ ინტერვიუში განაცხადა.
მისივე თქმით, არ უნდა დაუშვან, რომ რუსეთმა ძირი გამოუთხაროს ევროპულ უსაფრთხოებას.
„ჩვენ არ ვიცით, როდის დასრულდება ომი, თუმცა ვიცით, რომ როდესაც ეს ომი დასრულდება, ამან უნდა უზრუნველყოს, რომ ისტორია აღარ განმეორდეს. ეს არის ერთი მოდელის ნაწილი: საქართველო 2008 წელს, დონბასი, ყირიმი 2014 წელს და შემდეგ სრულმასშტაბიანი ინტერვენცია გასულ წელს. ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ რუსეთის აგრესიის წრის გარღვევა. ჩვენ არ უნდა დავუშვათ, რომ რუსეთმა ძირი გამოუთხაროს ევროპულ უსაფრთხოებას. შესაბამისად, უნდა უზრუნველვყოთ, რომ უკრაინას ჰქონდეს სამხედრო შესაძლებლობები, ძალა, შეაკავოს აგრესია და ასევე ვიპოვოთ მექანიზმები, რომ რუსეთი აღარ დაესხას თავს არავის ამ ომის დასრულების შემდეგ“, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.
ნატო-ს გენერალური მდივნის თქმით, უკრაინა და რუსეთი არ არიან ომში თანაბარი მხარეები, რადგან ერთი არის აგრესორი, ხოლო მეორე – მსხვერპლი.
„პრეზიდენტი პუტინი და რუსეთი ბრძოლას თუ შეწყვეტენ, ომი დასრულდება და გვექნება მშვიდობა. პრეზიდენტი ზელენსკი და უკრაინა თუ შეწყვეტენ ბრძოლას, უკრაინა შეწყვეტს არსებობას, როგორც სუვერენული, დამოუკიდებელი ქვეყანა. ასე რომ, ეს არ არის ორი თანაბარი მხარე – ეს არის აგრესორი და აგრესიის მსხვერპლი“, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.
0
0