08/11/2021
13:33
კულტურა
გამოფენის მთავარი თემატიკაა - Connecting Minds, Creating the Future, რომელიც იშლება შემდეგ ძირითად თემებად: შესაძლებლობა, მობილობა და მდგრადობა.
„ექსპო 2020 დუბაიზე“ საქართველოს პავილიონი მდგრადი განვითარების სექციაშია განთავსებული და ოთხ ნაწილად იყოფა: მეღვინეობა; ქართული დამწერლობა; მდგრადი ტურიზმი; ბიზნესშესაძლებლობები.
მეღვინეობის განყოფილებაში წარმოდგენილია ძველი წელთაღრიცხვით მე-6 საუკუნის უძველესი ქვევრი, რომელსაც ახლავს შუქურები, სადაც გამოჩნდება თამადას ისტორიული ქანდაკება, საწნახელი და სუფრა.
ეკრანებზე აჩვენებენ ინფორმაციას ქართული ღვინის ისტორიის, მისი დაყენების, ყურძნის ჯიშებისა და მარანის (ტრადიციული ქართული მარნების) ფუნქციონირების შესახებ.
გამოფენა 6 თვის განმავლობაში, 2022 წლის 31 მარტის ჩათვლით გაგრძელდება. „ექსპო 2020 დუბაი“ ქვეყნის წარმოჩენისა და პოპულარიზაციისთვის მნიშვნელოვანი პლატფორმაა.
0
0