საქალაქო სასამართლოსთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე გიგი უგულავა დააკავეს
29/11/2021
12:23
სამართალი
A-
+A
თბილისის საქალაქო სასამართლოსთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე სამართალდამცველებმა ოპოზიციის ერთ-ერთ ლიდერი გიგი უგულავა დააკავეს. მასთან მივიდა შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი გოგა მემანიშვილი, რომელმაც უგულავას განუცხადა, რომ ის ადმინისტრაციული წესით არის დაკავებული.
უგულავა ადმინისტრაციულ სამართალდარღვეთა კოდექსის 173-ე მუხლით არის დაკავებული, რაც პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.
„თქვენ მოუწოდებდით მოქალაქეებს გზის სავალ ნაწილზე გადასვლისკენ, შესაბამისად ადმინისტრაციული წესით ხართ დაკავებული“, - განუცხადა გოგა მემანიშვილმა უგულავას. სასამართლოს მიმდებარე ტერიტორიაზე დაპირისპირება ამ დრომდე გრძელდება.
0
0
834
სიახლეები
ყველა
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%