20/05/2024
12:20
სამართალი
საქალაქო სასამართლოში იმ პირების პროცესები იმართება, რომლებიც პოლიციამ სხვადასხვა დროს აქციებზე დააკავა. მათ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით ედავებიან, ეს არის შეკრებისა და მანიფესტაციის შესახებ კანონის დარღვევა. სასამართლოს წინაშე 55 პირი უნდა წარდგეს.
"ევროპის მოედანზე გვქონდა მარში და დავბრუნდით უკან, მერე ყველა გადავედით გზიდან, როგორც ტარდება ხოლმ,ე ჩვეულ რეჟიმში, ისე მიდიოდა პროტესტი.
მედავებიან 24 აპრილს გზის ხელოვნურად გადაკეტვაზე, ადმინისტრაციული ჯარიმა. მეორეც მომივიდა, ოღონდ იმაზე ჯერ სასამართლო არ ჩამნიშვნია, ის უკვე სისხლის სამართალია, ოღონდ მოწმის სტატუსით მიბარებენ", - აცხადებს ერთ-ერთი აქტივისტი საბა სხვიტარიძე.
ოპოზიციაში კი მიაჩნიათ, რომ აქციის მონაწილეების დაშინება ხელისუფლებას არ გამოუვა.
"ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ მშვიდობიანი დემონსტრანტები, ადამიანები, ახალგაზრდები, ვინც იცავს ქვეყნის საგარეო კურსსა და ტრაექტორიას, დასავლეთისკენ უნდა რომ ეს ქვეყანა წავიდეს, ამ ადამიანებს აჯარიმებენ და ყველა იმ ინსტრუმენტებს იყენებენ, რომ ეს ადამიანები დააშინონ, თუმცა არ გამოვა არც დაშინება და ჩვენ ამ ბრძოლას აუცილებლად მოვიგებთ", - აცხადებს ენმ-ს წევრი ლაშა ფარულავა.
0
0