03/06/2024
11:19
ეკონომიკა
დაახლოებით, 1,5 მლნ მონაწილეა უკვე და 5 მლრდ-ს მიუახლოვდა ის თანხები, რაც საპენსიო ფონდშია აკუმულირებული, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ირაკლი ნადარეიშვილმა გადაცემაში „ბიზნეს ინსაიდერი საქართველო“ განაცხადა.
მან საპენსიო ფონდისადმი ნდობის ფაქტორზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ნდობის ფაქტორი საზოგადოებაში უკვე გაზრდილია. მისივე თქმით, საინვესტიციო ამონაგების თვალსაზრისით ფონდის საქმიანობა საკმაოდ წარმატებული იყო.
„დაახლოებით, 1,5 მლნ მონაწილეა უკვე და 5 მლრდ-ს მიუახლოვდა ის თანხები, რაც საპენსიო ფონდშია აკუმულირებული. ძალიან მარტივი და გასაგები კრიტერიუმია, პირველ რიგში, სანდოობის თვალსაზრისითაც ის, თუ რამდენი გამოიმუშავა საპენსიო ფონდმა ამ პერიოდის განმავლობაში. 5 მლრდ-დან დაახლოებით, 1 მლრდ-ია ის ამონაგები, რაც საინვესტიციო საქმიანობამ მოიტანა. საკმაოდ წარმატებული შედეგია. რამდენიმე თვის უკან საპენსიო ფონდს ჰქონდა ფართო საჯარო წარდგენა უშუალოდ საინვესტიციო საქმიანობის შედეგების. ასევე, გაკეთდა შედარება არა მხოლოდ რეგიონულ, მსოფლიო ბაზარზე საპენსიო ფონდები, საინვესტიციო ფონდების ამონაგების თვალსაზრისით თუ რა სურათია და შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქმიანობა საკმაოდ წარმატებული იყო“, - განაცხადა ნადარეიშვილმა.
0
0