26/02/2022
15:12
საზოგადოება
"ეპარქიებში კი გზავნილის მიტანის ადგილს ადგილობრივი მღვდელმთავარი განსაზღვრავს. მხარდამჭერი - ჩოხოსანთა საზოგადოება. გთხოვთ, მიიღოთ მონაწილეობა ამ ღვთისსათნო საქმეში. ღმერთმა დაგლოცოთ და გაგახაროთ" - წერს საპატრიარქო.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს საპატრიარქომ უკრაინაში მიმდინარე ომთან დაკავშირებით გამოქვეყნებულ განცხადებაში რუსეთი ერთხელაც არ ახენა.
"საქართველოს მწარე გამოცდილებიდან გამომდინარე, ვიცით, რამდენად მნიშვნელოვანია ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა. ამიტომაც გულისტკივილით ვადევნებდით თვალს უკრაინასთან მიმართებაში შექმნილ დაძაბულ ვითარებას. აღვნიშნავთ, რომ გუშინ და დღეს განვითარებული მოვლენები უკვე სერიოზული სისხლისღვრის საფრთხის შემცველია, თუმცა შესაძლებლობა ვითარების დარეგულირებისა კიდევ არის. ეს არის შესაძლებლობა საყოველთაო მშვიდობის შენარჩუნებისაც". - ვკითხულობთ პატრიარქის 24 თებერვლის განცხადებაში.
0
0