საპარლამენტო კომიტეტმა მხარი დაუჭირა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 4 კანდიდატს
01/12/2021
12:04
სამართალი
A-
+A
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა ხმათა უმრავლესობით მხარი დაუჭირა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 4 კანდიდატს და პარლამენტს მათი არჩევის რეკომენდაციით მიმართა. უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებად უვადოდ ასარჩევი გენადი მაკარიძის, თამარ ოქროპირიძის, ნინო სანდოძის და თეა ძიმისტარაშვილის კანდიდატურებს კენჭს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე უყრიან.
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე ოთხივე კანდიდატს მხარი დაუჭირეს „ქართული ოცნების“ დეპუტატებმა. ოთხივეს წინააღმდეგ ხმა მისცა მხოლოდ პარტია „მოქალაქეების“ წარმომადგენელმა, პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ლევან იოსელიანმა.
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ოთხი კანდიდატიდან მხოლოდ ნინო სანდოძეს არ დაუჭირა მხარი „ევროპელი სოციალისტების“ წარმომადგენელმა ფრიდონ ინჯიამ.
0
0
437
სიახლეები
ყველა
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%