11/07/2024
14:29
სამართალი
როგორც საზოგადოებისთვის არის ცნობილი, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბატონმა ირაკლი კობახიძემ, საქართველოს პარლამენტში წლიური ანგარიშის განხილვისას განაცხადა, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლება ამზადებდა კანონის პროექტს „ამნისტიის შესახებ“, რომლის მიზანიც იქნებოდა პატიმართა რაოდენობის ევროპულ სტანდარტთან დაახლოება, - ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა, პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, საპარლამენტო ფრაქციის „ქართული ოცნების“ მიერ დაინიცირებული დაბალანსებული „ამნისტიის პროექტი“, ჰუმანიზმის პრინციპებსა და საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვის ინტერესებს შორის სამართლიან ბალანსს ეფუძნება და ამავდროულად, აზღვევს როგორც რეციდივის რისკებს, ისე ითვალისწინებს დაზარალებულის ინტერესებს და ქმნის რესოციალიზაციის ხელშემწყობ პირობებს.
"დღეს, მინდა საზოგადოებს განვუცხადო, რომ საპარლამენტო ფრაქცია „ქართულმა ოცნებამ“ დააინიცირა დაბალანსებული „ამნისტიის პროექტი“, რომელიც ჰუმანიზმის პრინციპებსა და საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვის ინტერესებს შორის სამართლიან ბალანსს ეფუძნება და ამავდროულად: აზღვევს რეციდივის რისკებს; ითვალისწინებს დაზარალებულის ინტერესებს; შეესაბამება საერთაშორისო-სამართლებრივ სტანდარტებს; თანხვედრაშია სისხლის სამართლის პოლიტიკის პრიორიტეტებთან; ქმნის რესოციალიზაციის ხელშემწყობ პირობებს.
ამნისტია შეეხება 2024 წლის 1 ივლისამდე ჩადენილ მთელ რიგ დანაშაულებს, კერძოდ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 66 მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულს. ამასთანავე, სახელდებით ჩამოთვლილი 66 მუხლის გარდა, 1/6-ით შემცირდება დამატებით დაახლოებით 225 მუხლი." - განაცხადა რატი იონათამიშვილმა.
0
0