25/11/2023
22:33
კონფლიქტები
"23 ნოემბერს გიორგობა იყო, სანთლის ასანთებად ასულან და დაუკავებიათ" - აცხადებენ აძვში, ოკუპანტების მიერ გატაცებულ საქართველოს მოქალაქეებზე საუბრისას.
გატაცებულია სამი ადამიანი. ერთ-ერთის დედა ამბობს, რომ მისი შვილი წმინდა გიორგის სახელობის სალოცავში იმყოფებოდა, მოგვიანებით კი შეიტყო, რომ ის გატაცებული იყო - “სანთლები უნდა ავანთო დედაო, წავიდა და იქიდან წაუყვანიათ. ველოდებოდი, რო არ მოვიდა მოვიკითხე და მერე მითხრეს” - ამბობს ქალი.
გატაცებულები არიან მამა-შვილი ხვიჩა და გიორგი კორინთელები და მათივე თანასოფლელი გიორგი მელაძე.
მორიგი გატაცების შესახებ ინფორმაცია ცოტა ხნის წინ გავრცელდა. სუს-ის განცხადებით, საქართველოს მოქალაქეები გორის მუნიციპალიტეტის სოფელ აძვის მიმდებარედ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე უკანონოდ დააკავეს.
ტაძრის ტერიტორიაზე ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ბანერი ოკუპანტებმა 2013 წელს დადგეს.
0
0