24/04/2024
11:48
სამართალი
ნაფიცმა მსაჯულებმა შურისძიებით ჩადენილი მკვლელობის ფაქტზე ბრალდებული ერთხმად ცნეს დამნაშავედ. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.
მათი ცნობით, სასამართლო პროცესზე დადგინდა, რომ ბრალდებულს და დაზარალებულს მიწის ნაკვეთთან დაკავშირებით დავა დიდი ხნის განმავლობაში ჰქონდათ.
„ბრალდებული სადავო მიწის ნაკვეთის მისაკუთრებას ცდილობდა, რასაც მეზობელი არ თანხმდებოდა. წარმოშობილი უთანხმოების გამო 2023 წლის 3 სექტემბერს ბრალდებულმა ფერმიდან სანადირო თოფი გამოიტანა და ახალგაზრდა მამაკაცს მოულოდნელად ესროლა, მიყენებული დაზიანებებით დაზარალებული ადგილზე გარდაიცვალა.
ბრალდების მხარემ საქმეზე წარადგინა დამაჯერებელი მტკიცებულებები, რომელთა ერთობლიობაც ბრალდებულის მიერ დანაშაულის ჩადენას ადასტურებდა. ნაფიცმა მსაჯულებმა ყველა მტკიცებულების და საქმის გარემოებების დეტალურად შესწავლის შემდეგ ბრალდებული განზრახ მკვლელობაში ერთხმად ცნეს დამნაშავედ. სასამართლომ მას 12 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.
0
0