21/10/2021
10:21
საზოგადოება
მისი თქმით, სამწუხაროა, რომ ეკლესიის შიგნით არის ძალა, რომელსაც ეყრდნობა „ნაციონალური მოძრაობა“, რომ იქაც შფოთი შეიტანონ.
„თქვენს მიერ დასახელებული პიროვნებებისგან დებოში ეკლესიაში ვნახეთ და ვხედავთ ამას. ისინი მუდმივად „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთად ცილს სწამებენ ეკლესიას, ცუდად განიკითხავენ სამღვდელოებას, ცილისმწამებლურად და ტყუილების მოხმობით და მუდმივად შფოთი შემოაქვთ ეკლესიაში. ეს იყო ჯერ სასულიერო აკადემიაში, სემინარიაში. ასევე, რაღაცნაირად უნდათ დაძაბონ ურთიერთობა კონსტანტინოპოლის საპატრიარქოსა და ჩვენ საპატრიარქოს შორის. სპეკულირების თემები ძალიან ბევრია, რაღაცა ცეცხლის დანთება უნდათ, შფოთი უნდათ. ბართლომეოსი ძალიან გამოცდილი მღვდელმთავარია, კონსტანტინოპოლის პატრიარქია, დიდი პიროვნება და განათლებული. ბარნოვის დონის პიროვნება არ არის. უბრალოდ სამწუხაროა, რომ ეკლესიის შიგნით არის ძალა, რომელსაც ეყრდნობა „ნაციონალური მოძრაობა“, რომ იქაც შფოთი შეიტანონ“, – განაცხადა დეკანოზმა ალექსანდრე გალდავამ.
0
0