08/01/2022
10:07
მსოფლიო
„ეროვნული უსაფრთხოების საფრთხის აღმოსაფხვრელად და ყაზახეთის მოქალაქეების სიცოცხლისა და ქონების დასაცავად კონტრტერორისტული ოპერაციის დაწყების ბრძანება გავეცი. ამ დროისთვის ჩვენს ქვეყანაში კონტრტერორისტული ოპერაცია გრძელდება. პოლიცია ფართომასშტაბურ და კარგად კოორდინირებულ სამუშაოს აწარმოებს. ეროვნულმა გვარდიამ და შეიარაღებულმა ძალებმა კონსტიტუციის შესაბამისად წესრიგი უნდა აღადგინონ“, - აღნიშნა ყასიმ-ჟომართ თოყაევმა.
ყაზახეთის პრეზიდენტის თქმით, მან სამართალდამცავ სტრუქტურებს საგამოძიებო ჯგუფის შექმნის განკარგულება გასცა, რათა აგრესიის შეიარაღებული აქტის გამომწვევი მიზეზები გამოავლინონ.
„სამშვიდობო ჯარები ყაზახეთში სიტუაციის სტაბილიზაციამდე დარჩებიან. ყაზახეთი გააგრძელებს უცხოური დიპლომატიური წარმომადგენლობების, ასევე უცხოური კომპანიებისა და ინვესტორების პერსონალისა და ქონების უსაფრთხოების დაცვას. განგსტერები და ტერორისტები ძალიან კარგად არიან გაწვრთნილი, ორგანიზებული და სპეციალური ცენტრიდან იმართებიან. ზოგიერთი მათგანი არაყაზახურ ენებზე საუბრობდა. ტერორისტების თავდასხმის სულ მცირე ექვსი ტალღა იყო. მათი საერთო რაოდენობა 20 ათასს ადამიანს შეადგენდა. ისინი სცემდნენ და კლავდნენ პოლიციელებსა და ახალგაზრდა ჯარისკაცებს, ცეცხლს უკიდებდნენ ადმინისტრაციულ შენობებს, ძარცვავდნენ მაღაზიებს, ხოცავდნენ მოქალაქეებს, აუპატიურებდნენ ახალგაზრდა ქალებს. ჩემი ძირითადი შეხედულებით: არავითარი მოლაპარაკებები ტერორისტებთან, ჩვენ ისინი უნდა მოვკლათ“, - განაცხადა ყაზახეთის პრეზიდენტმა.
0
0