05/10/2023
11:46
კონფლიქტები
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ განაცხადა, რომ აფხაზეთი დაინტერესებულია პოსტსაბჭოთა სივრცეში ინტეგრაციული პროცესებით და მიიჩნევს, რომ სამოკავშირო სახელმწიფოში მონაწილეობა, რუსეთთან და ბელორუსთან ერთად, „რესპუბლიკის“ საგარეო პოლიტიკურ მიზნებს შეესაბამება.
მანვე აღნიშნა სოხუმის მზადყოფნა რუსეთთან სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობის გაღრმავებისა და აფხაზეთის ტერიტორიაზე რუსეთის საზღვაო ძალების მუდმივი ბაზის შესაძლო განლაგების შესახებ. ამის შესახებ გაზეთი „იზვესტია“ წერს.
ბჟანიამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ აფხაზეთის საგარეო პოლიტიკა კოორდინირებული იქნება რუსეთის საგარეო პოლიტიკასთან და მადლობას უხდის რუსეთის ფედერაციის ხელმძღვანელობას სახელმწიფოს მშენებლობის პროცესში აფხაზეთისთვის გაწეული მხარდაჭერისთვის.
მისი თქმით, პრობლემების მიუხედავად, სახელმწიფოს განვითარების პროცესი გრძელდება.
0
0
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
25/11/2024