31/05/2022
12:10
მსოფლიო
საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჟოჯეფ ბორელი ადასტურებს, რომ ბრიუსელში, სამიტის პირველ დღეს მსჯელობა იყო უკრაინის, საქართველოს და მოლდოვასთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხთან დაკავშირებით.
ბორელმა უპასუხა საქართველოს პირველი არხის კითხვას, იყო თუ არა განხილული სამიტის პირველ დღეს უკრაინის, საქართველოს და მოლდოვასთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხი.
„დიახ, მსჯელობა იყო, თუმცა მოდით, ვაცადოთ ევროკომისიას საკუთარი სამუშაოს შესრულება“, – განაცხადა ბორელმა.
რაც შეეხება კითხვას, როდის ვიხილავთ სამიტის შედეგს, ბორელმა განაცხადა: „ჩვენ ვნახავთ შედეგს სავარაუდოდ, ივნისში“.
ევროპული საბჭოს გუშინდელი სხდომის შემდეგ საბჭოს ვებგვერდზე დასკვნითი განცხადება გამოქვეყნდა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ „ევროპული საბჭო საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის განაცხადების საკითხს ივნისის შეხვედრაზე დაუბრუნდება“.
0
0