სამგორში 15 წლის მოზარდი დაჭრეს
30/05/2022
18:34
სამართალი
A-
+A
თბილისში 15 წლის მოზარდი დაჭრეს. შემთხვევა დღეს, სამგორის რაიონში მოხდა.
არასრულწლოვანი ამტელ ჰოსპიტალშია გადაყვანილი. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, დაპირისპირება არასრუწლოვნებს შორის მოხდა.
ცნობილია, რომ მოზარდს დანით არაერთი მძიმე დაზიანება აქვს მიყენებული, მათ შორის გულმკერდის და მუცლის არეში.
თვითმხილველი „კურიერთან" ჰყვება, რომ შემთხვევის დროს ადგილზე 20-მდე მოზარდი იყო.
„შიგნით არ შევსულვარ, ბევრნი იყვნენ გარაჟში. მანქანა აქ მეყენა და ამით წავიყვანე. მე გადავიყვანე კლინიკაში, მისი მდგომარეობა ძალიან მძიმე იყო. შეგვეშინდა, რომ არ მომკვდარიყო. ორი ჭრილობა ჰქონდა გულის მხარეზე და მუცელში, დანით. დააკავებენ ალბათ მაგის გაგებას რა უნდა, იმდენი ბავშვი იყო აქ, 20 ბავშვი იყო", - ამბობს თვითმხილველი.
0
0
588
სიახლეები
ყველა
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%