სამეგრელოში, 70 წლის ქალმა სახლში შეჭრილი ნიღბიანი სცემა
19/03/2024
19:30
სამართალი
A-
+A
სამეგრელოში, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში, 45 წლამდე ნიღბიანი მამაკაცი, 70 წლის მარტოხელა ქალის საცხოვრებელ სახლში შეიჭრა. არსებული ინფორმაციით, მამაკაცმა ქალბატონის მიმართ, სექსუალური სახის ძალადობა სცადა, რა დროსაც - ქალმა, ნიღბის მოხსნა მოახერხა და თავდამსხმელში მეზობელი ამოიცნო.
როგორც, “სფეისნიუსის” კორესპონდენტი სამეგრელოდან გვიყვება, ქალმა თავის დაცვა შეძლო, თავდამსხმელი მოიგერია და სცემა,რის შემდეგაც ბრალდებული ადგილიდან მიიმალა.
არსებული ინფორმაციით, ის დააკავეს, როდესაც ქვეყნის დატოვებას ცდილობდა.
როგორც „სფეისნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-137-ე მუხლით დაიწყო რაც გაუპატიურების მცდელობას გულისხმობს.
0
0
1569
სიახლეები
ყველა
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%