09/02/2022
11:48
სამართალი
უფრო კონკრეტულად კი მესამე პრეზიდენტმა სიტყვით გამოსვლის დროს ის ფოტომასალა წარმოადგინა, სადაც მისივე თქმით სემეკის ხელმძღვანელის დავით ნარმანიასა და პროკურორ ჯარჯი წიკლაურის საცხოვრებელი სახლები არის ასახული.
სააკაშვილის თქმით, გუდაურში მისი და სანდრას ოცნება იყო კერძო სახლის ქონა.
მესამე პრეზიდენტი აცხადებს, რომ დღევანდელი პროცესი საქართველოს მრავალათასიან ისტორიაში სამარცხვინოა.
„ჩემი განცხადება ეხება დღევანდელი პროცესის შინაარსს და არსს, ეს არ არის ზოგადი პოლიტიკური განცხადება, თუმცა პროცესი, რომელიც ტარდება, ანეგდოტურია და ალბათ ყველაზე სამარცხვინო პროცესი საქართველოს მრავალათასიან ისტორიაში.
დედაჩემი აქ არის და როგორც ისტორიკოსს, შეუძლია დაადასტუროს. საქმე იმაშია, რომ მე მასამართლებენ სახელმწიფო თანხების გაფლანგვაში და არა მითვისებაში. მინდა გაჩვენოთ სახლები, ეს არის სააკაშვილის სახლი, კიდევ ერთი სააკაშვილის სახლი მინდა გაჩვენოთ, უი, უი არ აღმოჩნდა სააკაშვილის და აღმოჩნდა დავით ნარმანიას სახლი.
ნარმანიამ მილიონ-ნახევარი გაინაწილა ხელფასის სახით, მას შემდეგ რაც ორჯერ გაუზარდა ელექტროენერგიის გადასახადი. კიდევ უნდა გაჩვენოთ ერთი სახლი, თუ 9 მილიონი წავიღე კიდევ ერთი სახლი როგორ არ უნდა გაჩვენოთ? მერე რა რომ სანდრა ისევ გადავიდა მამამისის ნაყიდ ძველ ბინაში? მერე რა რომ დედაჩემი 90-იან წლებში აშენებულ ბინაში ცხოვრობს, რომელიც ბებიაჩემის არის და აი ამ სასამართლოს დააყადაღა.
კიდევ ერთი სახლი, რომელიც ჯარჯი წიკლაურის აღმოჩნდა. მე მთელი ცხოვრება ვოცნებობდი, რომ გუდაურში მქონოდა სახლი. აი ეს არის თქვენი სახლი და ეს არის თქვენი სასამართლო“, - განაცხადა სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე.
0
0
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
25/11/2024