03/02/2023
08:53
კულტურა
პაოლო იაშვილის 130 წლის იუბილესთან დაკავშირებით, მისი ნაწარმოები "ელენე დარიანის დღიურები" გამოიცა. ინიციატივა კულტურის სამინისტროს ეკუთვნის.
"სამარცხვინო პლაგიატის ფაქტი აღკვეთა სამინისტრომ და დღეს უკვე პროფესიონალი ლიტერატურის მცოდნეების, პროფესიონალი ფილოლოგების გუნდის მიერ გამოიცა კრებული, სადაც არის ყველა არგუმენტირებული მასალა, რომელიც ადასტურებს, რომ დარიანის სერია ეკუთვნის არა ვინმე სხვას, არამედ პაოლოს,"-აცხადებს კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი.
შეგახსენებთ, ნაწარმოების ავტორობა წლების განმავლობაში ეჭვქვეშ იდგა და ლიტერატურის მცოდნეთა ნაწილი ამტკიცებდა, რომ ის ელენე ბაქრაძის დაწერილია.
როგორც კულტურის მინისტრმა განმარტა კრებულში თავი მოიყარა იმ ძველმა თუ ახალშექმნილმა არგუმენტებმაც , რომელიც ლიტერატურულ-ტექსტობრივ ანალიზს ეფუძნება და ადასტურებს, რომ ავტორი ნამდვილად პაოლო იაშვილია.
0
0
პარლამენტთან კარვებს შლიან
24/11/2024