11/11/2024
18:04
პოლიტიკა
"სალომე ზურაბიშვილს უნდა, რომ შევიდეს ქვეყანა კრიზისში, მაგრამ ვერ ეღირსება ამას, ვერცერთი მიმართულებით" - ამის შესახებ განცხადება პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, დავით მათიკაშვილმა გააკეთა.
დავით მათიკაშვილის თქმით, სალომე ზურაბიშვილს არ უნდა სახელმწიფო, სადაც არის მშვიდობა, ეკონომიკური განვითარება და სადაც ქვეყნის ფარგლებს გარედან მითითებებს არ ემორჩილებიან.
"ქვეყანა არ შედის არანაირი პოლიტიკურ კრიზისში, სალომე ზურაბიშვილს უკვე დიდი ხანია უნდა, რომ ქვეყანა შევიდეს ღრმა პოლიტიკურ კრიზისში, ძალიან უნდა და დღეს ამ ყველაფერს ხმამაღლა იძახის. მას არ სჭირდება ის ქვეყანა, სახელმწიფო, სადაც არის მშვიდობა, ეკონომიკური განვითარება და სადაც ქვეყნის ფარგლებს გარედან მითითებებს არ ემორჩილებიან, თუ ეს მითითება იქნება, თხოვნა თუ ა.შ. პირდაპირი მნიშვნელობით, ჩვენი ქვეყნის და ხალხის ინტერესებში არ შედის. სალომე ზურაბიშვილს უნდა, რომ შევიდეს ქვეყანა კრიზისში, მაგრამ ვერ ეღირსება ამას, ვერც ერთი მიმართულებით და მიმართებით, ის პროგნოზები, სურვილები, ავი სურვილები, რაც მას გააჩნია საკუთარ ქვეყანასთან მიმართებით, ქართველმა ხალხმა მას ოქტომბრის არჩევნებში პასუხი გასცა. დღეს სალომე ზურაბიშვილს ერთადერთი რამ დარჩენია, იქნებ წყნარად, მშვიდად დაელოდოს იმ რამდენიმე დღეს, რაც მისი საპრეზიდენტო ვადის ამოწურვას გულისხმობს და კიდევ ახალი მარგალიტებით ნუ გააკვირვებს ჩვენს საზოგადოებას. ჩვენ, საქართველოს მოსახლეობა ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მალე დავივიწყოთ სალომე ზურაბიშვილი, როგორც ამ ქვეყნის პრეზიდენტი და ეს ფურცელი ისტორიის სანაგვეზე მოვისროლოთ, როგორც არც თუ ისე სასიამოვნო ფურცელი, იმ ქალბატონის შესრულებით, რომელსაც საქართველოს პრეზიდენტის სავარძელი ეკავა", - აცხადებს დავით მათიკაშვილი.
0
0