12/10/2024
20:39
არჩევნები 2024
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ ტექნიკურ მთავრობას არჩევნებამდე დაასახელებს.
ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილმა განცხადება პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გააკეთა.
„ვაპირებ, რომ წარვადგინო ტექნიკური მთავრობა, ამ გარდავალ ეტაპზე შევქმნა ტექნიკური, ადმინისტრაციული მთავრობა, რომელიც იქნება მხოლოდ და მხოლოდ პასუხისმგებელი იმაზე, რომ აღმასრულებელის მხრიდან შეასრულოს ის, რაც წერია ქარტიაში და ამ თვეებში მიგვიყვანოს იქ, სადაც უნდა მივიდეთ, ანუ ევროპის კარებთან.
რადგან ჩემი წარსადგენია, ვთვლი, რომ უნდა იყოს წარდგენილი ადრე, არჩევნებამდე, რათა საზოგადოებამ იცოდეს, ვინ იქნება პასუხისმგებელი მთავრობაში და პარლამენტის კონტროლის ქვეშ ვინ წაიყვანს ამ ქვეყანას ქარტიის გზაზე“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
მისივე თქმით, დროა, რომ ქარტიაზე ხელმომწერმა ოთხმა პარტიამ მიიღოს გადაწყვეტილება, რამდენად არიან ბოლომდე ქარტიის სულისკვეთებისა და მისი ყოველივე სიტყვის ერთგულნი.
„იმ დროს, როცა ამ ოთხ პარტიას შორის ჯერ არ არის ურთიერთნდობა, მანამდე საჭიროა, გარკვეული იყოს, ვინ დგას ერთგულად ბოლომდე ამ ქარტიის უკან. მე ველოდები, რომ პარტიებმა კიდევ ერთხელ დაადასტურონ, რომ ამ ყველაფერს ეთანხმებიან, თუ არადა, ვინც არ ეთანხმება, უკან წაიღონ ხელმოწერა. საჭიროა, საზოგადოებამ ხმის მიცემის დროს იცოდეს, რომელ პარტიას აძლევს ხმას და რომელი პარტია არის ბოლომდე, თანმიმდევრობით ამ ქარტიის უკან“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
0
0