13/08/2022
10:05
მსოფლიო
ნიუ-იორკის შტატის პოლიციის ინფორმაციით, ცნობილ მწერალ სალმან რუშდის ნიუ-ჯერსის ქალაქ ფეირვიუს 24 წლის მკვიდრი ჰადი მატარი დაესხა თავს. ამის შესახებ CNN-ი იტყობინება.
სამართალდამცველების განცხადებით, გამოძიების ფედერალურ ბიუროსთან (FBI) და ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად მიმდინარეობს მუშაობა თავდასხმის მოტივის დასადგენად. წინასწარი მონაცემებით, ჰადი მატარი მარტო მოქმედებდა, თუმცა ამის დასადგენად გამოძიება გრძელდება.
სალმან რუშდის აგენტის, ენდრიუ უაილის განცხადებით, მწერლის მდგომარეობა მძიმეა, მას არ შეუძლია ლაპარაკი. მისივე თქმით, დიდი ალბათობით, რუშდი ერთ თვალს დაკარგავს.
ინდური წარმოშობის ბრიტანელ მწერალ სალმან რუშდის ნიუ-იორკში დაესხნენ თავს. სცენაზე, სადაც სალმან რუშდი ლექციას კითხულობდა, შევარდა კაცი და მწერალს ყელის არეშე დანით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა. თავდამსხმელი დაკავებულია, 75 წლის მწერალი საკაცით შენობიდან გაიყვანეს და ვერტმფრენით საავადმყოფოში გადაიყვანეს.
0
0