16/10/2024
11:42
მსოფლიო
ბრიტანელი ფოტორეპორტიორი პოლ ლოუ, ჯილდოს მფლობელი 61 წლის ფოტოგრაფი [რომელიც აშუქებდა კონფლიქტებს, მათ შორის, ბოსნიის ომის დროს, სარაევოს ალყის მოვლენებს (1992-95)], კალიფორნიაში, სალაშქრო ბილიკზე, დანით მოკლული იპოვეს.
ლოს-ანჯელესის საოლქო პროკურატურამ დაადასტურა, რომ ფოტოგრაფის მკვლელობაში ბრალი წაუყენეს მის 19 წლის ვაჟს, ემირ ლოუს. ლოს-ანჯელესის საოლქო სამედიცინო ექსპერტიზის ჩანაწერებმა აჩვენა, რომ ლოუს კისრის არეში დანით მიყენებული დაზიანებები აღენიშნებოდა.
”საოლქო პროკურატურამ ეჭვმიტანილ ემირ ლოუს, მამის, კრისტიან პოლ ლოუს მკვლელობასთან დაკავშირებით, ბრალი წაუყენა. ემირ ლოუ დასავლეთ კოვინას სასამართლოში 16 ოქტომბერს უნდა გამოცხადდეს. დამატებითი ინფორმაცია ამ დროისთვის არ ვრცელდება,“ - განაცხადა ლოს-ანჯელესის ოლქის შერიფის დეპარტამენტმა.
0
0