23/06/2023
13:57
კონფლიქტები
საკრუიზო ლაინერი „Князь Владимир“ სოხუმის პორტში სოჭიდან ჩავიდა. ეს რუსული გემის მეორე საცდელი მოგზაურობაა აფხაზეთის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში.
წელს დაგეგმილია 11 კრუიზი. ისინი შესრულდება ყოველკვირეულად - 29 ივნისიდან 11 სექტემბრის ჩათვლით. თითოეული კრუიზი გაგრძელდება 5 დღე - სამდღიანი ყოფნით სოხუმის საზღვაო პორტში.
აფხაზეთის გადამზიდავი კომპანიის გენერალურმა დირექტორმა დაურ არძინბამ განაცხადა, რომ ლაინერზე 54 მგზავრია.
„ესენი არიან სხვადასხვა ტურისტული კომპანიის წარმომადგენლები, რომლებიც შეისწავლიან საექსკურსიო მარშრუტებს. 96 ადამიანი ეკიპაჟის წევრია“ - აღნიშნა მან.
არძინბასთქმით, 2019 წელს პირველისაცდელი ჩასვლის შემდეგ, საკრუიზო გემების რეისები 2020 წლისთვის იყო დაგეგმილი, მაგრამ ეს ვერ განხორციელდა პანდემიისა და შემზღუდველი ზომების გამო.
„Князь Владимир“ ამჟამად ერთადერთი სამგზავრო გემია, რომელიც სოხუმის საზღვაო პორტში შემოდის - წერს „აფსნიპრესი“.
შეგახსენებთ, რომ ადრე ეს გემი სოჭიდან ყირიმში კრუიზებს ახორციელებდა. თუმცა, მაისში სოჭის საზღვაო ნავსადგურმა განაცხადა, რომ „წელს ყირიმში არაფერი წავა“.
0
0