საკონსტიტუციო სასამართლომ პრეზიდენტის სარჩელი წარმოებაში მიიღო
18/07/2024
16:43
სამართალი
A-
+A
საკონსტიტუციო სასამართლომ დაარეგისტრირა საქართველოს პრეზიდენტის სარჩელი, რომლითაც ქვეყნის მთავარსარდალი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონის“ გაუქმებას ითხოვს. სარჩელის რეგისტრაცია აუცილებელი წინაპირობაა იმისთვის, რომ საქმე განსახილველად გადაეგზავნოს პლენუმს - სასამართლოს სრულ შემადგენლობას.
პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ აღნიშნული კანონი არაკონსტიტუციურია და ეწინააღმდეგება კონსტიტუციის 78-ე მუხლს, რომელიც ქვეყნის ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციას ეხება. პრეზიდენტი სარჩელით ითხოვს კანონის მოქმედების შეჩერებას და მის საბოლოო გაუქმებას.
პრეზიდენტის გარდა საკონსტიტუციო სასამართლოს 17 ივლისს მიმართეს არასამთავრობო და მედია ორგანიზაციებმა.
0
0
221
სიახლეები
ყველა
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%