16/11/2024
17:30
სოც-ქსელები
იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე სოციალურ ქსელში ცესკოს თავმჯდომარის გიორგი კალანდარიშვილისთვის, „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლის დავით კირთაძის მიერ საღებავის შესხმას გამოეხმაურა.
მისი თქმით, მომხდარის ინციდენტი სურათის გაზიარება მორალური ტერორი და ძალადობის წახალისებაა.
„საღებავის შემსხმელზე უფრო დიდი ლაჩარი მისი საქციელის მომწონებელი და შემქებია. ამ სურათის გაზიარება მორალური ტერორი და ძალადობის წახალისებაა. იფიქრეთ სანამ ღილაკს დააჭერთ. ამ ქვეყანაში სოცქსელები ბავშვებსაც აქვთ…“ - წერს ბრეგაძე.
შეგახსენებთ, „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა დავით კირთაძემ ცესკოს თავმჯდომარეს გიორგი კალანდარიშვილს შავი საღებავი შეასხა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლის, დავით კირთაძის წინააღმდეგ გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების მუხლით დაიწყო. „შინაგან საქმეთა სამინისტრომ ცენტრალური საარჩევნო კომისიის მომართვის საფუძველზე გამოძიება, სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს“.
0
0
სალომე ზურაბიშვილის ბრიფინგი გადაიდო
16/11/2024