28/09/2022
18:24
კონფლიქტები
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში პროტესტის ნიშნად საქართველოში ბელარუსის ელჩი ანატოლი ლისი დაიბარეს.
ელჩთან შეხვედრა ბელარუსის რესპუბლიკის პრეზიდენტის ალექსანდრ ლუკაშენკოს ოკუპირებულ აფხაზეთში ვიზიტთან და საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებთან შეხვედრას შეეხებოდა.
ქართულმა მხარემ უკიდურესი შეშფოთება გამოთქვა აღნიშნულის გამო და ბელარუსის მხარეს დამატებითი განმარტებები მოსთხოვა.
ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე ჩავიდა. ლუკაშენკო ბიჭვინთაში დე ფაქტო პრეზიდენტს, ასლან ბჟანიას შეხვდა. ბელარუსული მედიის თანახმად, ლუკაშენკოს ინიციატივით, განხილვის მთავარი თემები სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავება და თანამედროვე გამოწვევები იყო. აღსანიშნავია, რომ ბელარუსს ოკუპირებული აფხაზეთის დამოუკიდებლობა აღიარებული არ აქვს.
0
0