საგარეჯოში მკვლელობა მოხდა
21/09/2022
12:54
სამართალი
A-
+A
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ქეშალოში 40 წლამდე ასაკის მამაკაცს რამდენიმე ცეცხლნასროლი ჭრილობა მიაყენეს. ადგილობრივების ინფორმაციით, აიდინ ჰამზაევი ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღით, საკუთარ კომერციულ ფართში ჩაცხრილეს, სადაც ის მცირე ბიზნესით იყო დაკავებული.
ადგილობრივებს მომხდარის კონკრეტულ მიზეზზე საუბარი უჭირთ, თუმცა ერთ-ერთ ვერსიად წარსულში ფულის გამოძალვის ფაქტს განიხილავენ.
შემთხვევა დილით მოხდა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს. დანაშაულის ადგილზე პოლიციაა მობილიზებული.
0
0
346
სიახლეები
ყველა
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%