საგამოძიებო სამსახურმა ყალბი დოკუმენტების დამზადება-გამოყენების ფაქტზე ორი პირი პასუხისგებაში მისცა
08/02/2022
10:58
სამართალი
A-
+A
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ყალბი დოკუმენტების ჯგუფურად დამზადება-გამოყენების ფაქტზე, ბრალდებულის სახით ორი პირი პასუხისგებაში მისცეს.
საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, მათი მართვის ქვეშ მყოფი ოთხი კომპანიის სახელით, ურთიერთშორის გააფორმეს ყალბი ხელშეკრულებები და გაწერეს საერთო ჯამში 1 112 800 ლარის ღირებულების სამშენებლო მომსახურების გაწევის თაობაზე ყალბი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები, ფორმალურად შეიქმნეს თითქოსდა სამშენებლო სამუშაოების წარმოების გამოცდილება, რის შემდეგაც აღნიშნული ყალბი დოკუმენტები გამოიყენეს სახელმწიფო ტენდერებში მონაწილეობისას.
„გამოძიება გრძელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი და 210-ე მუხლის მეორე ნაწილებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ოთხიდან შვიდ წლამდე ვადით“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
0
0
393
სიახლეები
ყველა
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
25/11/2024
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%