საგამოძიებო სამსახურმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით უაქციზო სიგარეტი ამოიღო
15/02/2022
10:30
სამართალი
A-
+A
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა გატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად გამოავლინეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით, აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებული საქონლის აქციზური მარკის გარეშე შენახვის ფაქტი. ინფორმაციას საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.
„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული, მისი მართვის ქვეშ არსებულ ავტომანქანაში ინახავდა 5422 კოლოფ უაქციზო სიგარეტს.
ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებულია ზემოხსენებული უაქციზო სიგარეტი, რომლის საბაზრო ღირებულება შეადგენს 24 389,60 ლარს.
გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის მესამე ნაწილით, რაც სასჯელის სახით 6-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, – აცხადებენ უწყებაში.
0
0
406
სიახლეები
ყველა
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
25/11/2024
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%