11/06/2024
10:16
სამართალი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადასახადისთვის განზრახ თავის არიდების ფაქტზე, ერთი პირია დაკავებული.
ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.
უწყების ცნობით, ბრალდებული, რომელიც ერთ-ერთი კომპანიის დირექტორი და ფაქტობრივი მფლობელი იყო, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, საგადასახადო კანონმდებლობის დარღვევით, სისტემატურად შემოსავლების არასწორ დეკლარირებას ახდენდა, რა გზითაც, მან თავი აარიდა სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილ ძირითად გადასახადს - 3 098 967 ლარის ოდენობით.
მათივე ინფორმაციით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 218 - ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთას 5-დან 8 წლამდე ვადით ითვალისწინებს.
0
0