24/02/2022
14:27
კონფლიქტები
მისი თქმით, მიშას გეგმები სისრულეში რომ მოსულიყო, ახლა ზუსტად იგივე სიტუაცია გვექნებოდა, რაც უკრაინას. მისივე თქმით, სააკაშვილმა ბოლომდე ვერ გათვალა და ციხეში აღმოჩნდა, სხვათა შორის სავსებით კანონიერად და სამართლიანად.
„არანორმალურია ადამიანი, ვისაც მოსწონს ის რაც ხდება უკრაინაში, არანორმალურია, ვინც ფიქრობს, რომ ეს ყველაფერი მარტივად დასრულდება. ერთი კი ფაქტია, რომ დასავლეთმა უფრო ქმედითი ზომები უნდა გაატაროს, თორემ მადაგაღვიძებული რუსეთი მივა იქამდე სადამდეც მიუშვებენ. მერე შეშფოთება-აღშფოთებები გვერდზე დარჩება, თუ უკვე დაგვიანებული არ არის. თუმცა სჯობს გვიან ვიდრე არასდროს. ამ ყველაფრის ფონზე, უკვე ღიმილს აღარ იწვევს სააკაშვილის მუქარა, ახლა რომ გარეთ ვიყო, ფრონტის ხაზზე იარაღით ხელში ვიქნებოდიო. ვისაც მეხსიერება არ ღალატობს, მისი სიმამაცის შესახებ ყველას მოეხსენება, საქართველოს მაშინდელი პრეზიდენტი და უმაღლესი მთავარსარდალი, ფრონტის ხაზიდან გაქცევის დროს როგორ ფორთხავდა მიწაზე. ასევე, საფუძვლიანი ეჭვი არსებობს, რომ ამ „მსოფლიოს მასშტაბის პოლიტიკოსმა“ და „აღმოსავლეთის ვარსკვლავმა“, წინასწარ ხომ არ იცოდა შესაძლო ომის შესახებ და საქართველოში გამოასწრო?! ცხადია რა ინფორმაციები ჰქონდა მას რუსეთიდან და რას გამოასწრო საქართველოში და რას აპირებდა აქ. მიშას გეგმები სისრულეში რომ მოსულიყო, ახლა ზუსტად იგივე სიტუაცია გვექნებოდა, რაც უკრაინას. სააკაშვილმა ბოლომდე ვერ გათვალა და ციხეში აღმოჩნდა, სხვათა შორის სავსებით კანონიერად და სამართლიანად”, - წერს ლევან ნიკოლეიშვილი.
0
0