29/05/2024
15:18
ეკონომიკა
ეროვნული ბანკის პოლიტიკა არის თანხვედრაში ზოგადად მაკროეკონომიკურ კურსთან, რომელიც გვაქვს. ამიტომ ფუნდამენტური საფუძველი იმისა, რომ ლარის კურსი გაუფასურდეს არ გვაქვს, პირიქით ჩვენ დავინახეთ, რომ სცდებიან, ჩვენ ვინარჩუნებთ სტაბილურ კურსს, რომელიც პირდაპირ კავშირშია ეკონომიკურ პროგრესთან, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა ჟურნალისტებს ლარის გაუფასურებასთან დაკავშირებით განუცხადა.
მინისტრის თქმით, მას არ სურს, რომ მოსახლეობა შეცდომაში შევიდეს და მათი ინტერესები დაზიანდეს, ხშირ შემთხვევაში, „პანიკურ პროცესებს ბევრი ადამიანი აჰყვება ხოლმე“.
„ეროვნული ბანკის კონკრეტული ნაბიჯები არის ძალიან ლოგიკური იმიტომ, რომ ეროვნული ბანკის ჩარევას აზრი არ ექნებოდა, ეს არაპროდუქტიული იქნებოდა, თუ ჩვენ გვექნებოდა ფუნდამენტური ფაქტორები, რომელიც ლარის კურსის გაუფასურებას ხელს შეუწყობდა. ჩვენ ასეთი სიტუაცია არ გვაქვს, ჩვენ გვაქვს ვითარება, როდესაც სამწუხაროდ, პოლიტიკური პროცესები მოსახლეობის ქცევაზე აისახება. აქედან გამომდინარე, სწორია, რომ ჩვენ საზოგადოებასთან მკაფიო კომუნიკაცია გვქონდეს, მათ შორის ეროვნულ ბანკს მუდმივი კომუნიკაცია ჰქონდეს და ამას ასეც ეფექტიანად ახერხებს. მათ შორის, თავისი ნაბიჯებით ეროვნული ბანკი თანმიმდევრული იყოს. ეროვნული ბანკის პოლიტიკა არის თანხვედრაში ზოგადად მაკროეკონომიკურ კურსთან, რომელიც გვაქვს. ამიტომ ფუნდამენტური საფუძველი იმისა, რომ ლარის კურსი გაუფასურდეს არ გვაქვს, პირიქით ჩვენ დავინახეთ, რომ სცდებიან, ჩვენ ვინარჩუნებთ სტაბილურ კურსს, რომელიც პირდაპირ კავშირშია ეკონომიკურ პროგრესთან. როდესაც ჩვენ მაკროეკონომიკურ მაჩვენებლებს ვაქვეყნებთ, სტატისტიკას და ა.შ. ეს არის ის ფუნდამენტური მაჩვენებელი, ინდიკატორები, რომელიც უკვე კურსის სახით აისახება. აქედან გამომდინარე, როცა ამას შორის სხვაობაა, ეს ყოველთვის იმაზე მიუთითებს, რომ ეს არის პანიკური და დროებითი. ზოგჯერ მცდელობა იყო, განზრახ პანიკის გამოწვევის, ძალიან უპასუხისმგებლო, ძალიან სამწუხარო. იმიტომ, რომ პოლიტიკას თავისი მორალის ზღვრები აქვს. ამის მიუხედავად, ყველაფერი დასტაბილურდება. უბრალოდ, არ მინდა, რომ მოსახლეობა შეცდომაში შევიდეს და მათი ინტერესები დაზიანდეს, ხშირ შემთხვევაში ამ პანიკურ პროცესებს ბევრი ადამიანი აჰყვება ხოლმე, ეს უბრალოდ არ არის სასიამოვნო“, - აღნიშნა მინისტრმა.
0
0