საფრანგეთში კაცმა საკუთარ სარდაფში ძველი სასაფლაო აღმოაჩინა
14/10/2024
11:10
მსოფლიო
A-
+A
საფრანგეთში, კაცმა, რომელიც პარიზის მახლობლად ცხოვრობს, თავისი სახლის სარდაფში უძველესი სასაფლაო აღმოაჩინა.
როგორც Live Science-ი წერს, ეს გასულ ზამთარში მოხდა, როდესაც კაცი რემონტს აკეთებდა და სარდაფში ჩონჩხი იპოვა. მოგვიანებით გათხრებს არქეოლოგები შეუერთდნენ და ამ ეტაპზე უკვე 38 სამარხი იპოვეს. დღეს გათხრების 52 კვადრატული მეტრის ფართობზე მიმდინარეობს.
სარდაფში აღმოჩენილი უძველესი საფლავი ჩვენი წელთაღრიცხვით მესამე საუკუნეს მიეკუთვნება, რაც ძველ რომაულ პერიოდს ნიშნავს. კიდევ 10 სარკოფაგი საფრანგეთის პირველი მეფეების - მეროვინგების მმართველობის პერიოდით თარიღდება (476-750 წლები).
ყველაზე „ახალი“ სამარხი კი დაახლოებით მეათე საუკუნეშია გაკეთებული, რაც იმას ნიშნავს, რომ სასაფლაოს 700 წლის განმავლობაში იყენებდნენ.
0
0
144
სიახლეები
ყველა
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%