14/10/2021
10:26
მსოფლიო
აღნიშნული ინიციატივით საფრანგეთის სენატში სოციალისტების ჯგუფი გამოვიდა. სოციალისტი პარლამენტარები საყოველთაო ვაქცინაციის იდეას მხარს ზაფხულიდან უჭერენ.
სოციალისტი სენატორების ლიდერმა, პატრიკ კანერმა განაცხადა, რომ სანიტარული საშვების შემოღებით საფრანგეთის მთავრობამ ფრანგებს ვაქცინაციის ვალდებულება ირიბად დაუწესა.
5 აგვისტოს საფრანგეთის საკონსტიტუციო საბჭომ მხარი დაუჭირა პარლამენტის მიერ მიღებულ კორონავირუსის საწინააღმდეგო ახალ ზომებს. აღნიშნული ზომები მათ შორის ექიმების, მასწავლებლებისა და მეხანძრეების სავალდებულო ვაქცინაციას ითვალისწინებს.
გარდა ამისა, რესტორნებში, კინოთეატრებში, თეატრებსა და მუზეუმებში შესვლისათვის ვაქცინაციის დამადასტურებელი ე.წ. „სანიტარული საშვის“ ან ტესტის უარყოფითი პასუხის წარდგენა იქნება საჭირო.
ე.წ. „სანიტარული საშვები“ გაიცემა მხოლოდ იმ პირებზე, რომლებსაც კორონავირუსის ვაქცინის ორივე დოზა აქვთ გაკეთებული ან ფლობენ არაუგვიანეს 72 საათის წინ გაკეთებული ტესტის უარყოფით პასუხს.
0
0