საფრანგეთის პრეზიდენტი რუსეთს უკრაინაში სამხედრო ოპერაციების "დაუყოვნებლივ" შეწყვეტისკენ მოუწოდებს
24/02/2022
13:33
მსოფლიო
A-
+A
საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა, განაცხადა, რომ რუსეთმა „დაუყოვნებლივ“ უნდა შეწყვიტოს სამხედრო ოპერაციები უკრაინაში.
„საფრანგეთი მკაცრად გმობს რუსეთის გადაწყვეტილებას უკრაინასთან ომის წამოწყების შესახებ. რუსეთმა სასწრაფოდ უნდა შეწყვიტოს სამხედრო ოპერაციები. საფრანგეთი სოლიდარობას უცხადებს უკრაინასა და უკრაინელებს და, პარტნიორებთან და მოკა
ვშირეებთან ერთად, ომის დასრულებისთვის ზომების მიღებაზე მუშაობს“, - წერს მაკრონი „ტვიტერში“.
ელისეის სასახლის ინფორმაციით, საფრანგეთის პრეზიდენტი უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის, ხუთშაბათს დილით ესაუბრა; ზელენსკიმ მაკრონს უკრაინის მხარდასაჭერად "მრავალჯერადი ინტერვენცია" სთხოვა.
ზელენსკიმ ასევე მოითხოვა „ევროპაში ერთიანობა“, ხოლო მაკრონმა „ის საფრანგეთის მხრიდან მხარდაჭერასა და სოლიდარობაში დაარწმუნა“. ემანუელ მაკრონი ევროსაბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელსაც, ესაუბრა.
0
0
360
სიახლეები
ყველა
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%