19/08/2024
18:26
ეკონომიკა
საფრანგეთის განვითარების სააგენტოსთან ხელშეკრულება ხელმოწერილია და დადგენილი წესით რატიფიცირებისთვის გადაიგზავნება საქართველოს პარლამენტში. ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ცნობით, საქართველოს მთავრობის განკარგულება, გულისხმობს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთვის თანხმობის მიცემას საკრედიტო შეთანხმების დადების მიზნით, რაც წარმოადგენს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ფორმალურ პროცედურას.
„საქართველოს მთავრობა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან თანამშრომლობით ახორციელებს არაერთ საინვესტიციო პროექტს საგზაო, ენერგეტიკის, წყლის ინფრასტრუქტურის, ირიგაციის სისტემების და სხვა ინფრასტრუქტურული მიმართულებებით.
საინვესტიციო პროექტებისთვის სასესხო შეთანხმებების მომზადება რეგულარულად ხდება და მოიცავს მთელ რიგ პროცედურებს როგორც დონორის მხრიდან, ისე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესების დასაცავად, როგორიცაა ხელმოწერის უფლებამოსილება, რატიფიცირება და ა.შ.
საქართველოს მთავრობის მიერ მუშაობა საინვესტიციო პროექტებზე და მათ დასაფინანსებლად შესაბამისი ინსტრუმენტების მოძიებაზე ბუნებრივია გრძელდება მუდმივ რეჟიმში, მათ შორის, საერთაშორისო და ორმხრივ პარტნიორებთან თანამშრომლობით.
ხაშურის წყლის პროექტისთვის სასესხო შეთანხმებას საფრანგეთის განვითარების სააგენტოსთან (AFD) („ქალაქ ხაშურის და მიმდებარე დასახლებების წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების მომსახურების გაუმჯობესება) ხელი მოეწერა 2020 წლის 31 ივლისს და მოიცავს 58 მლნ ევროს ოდენობის სესხს, საიდანაც შესრულებული სამუშაოებისთვის დღეის მდგომარეობით ჩამორიცხულია 21.4 მლნ ევრო.
ამჟამად ხელმოსაწერად მომზადდა მეორე ეტაპისთვის საჭირო რესურსი, რაზეც მუშაობა საფრანგეთის განვითარების სააგენტოსთან (AFD) დაიწყო 2023 წლიდან (საქართველოს მთავრობის 2023 წლის 21 ნოემბრის N2072 განკარგულების საფუძველზე) ორივე მხარის მიერ დადგენილი პროცედურების შესაბამისად და ითვალისწინებს მეორე ეტაპის სამუშაოების დაფინანსებას 30 მლნ ევროს ოდენობის სესხით.
საქართველოს მთავრობის 2024 წლის 15 აგვისტოს განკარგულება, გულისხმობს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთვის თანხმობის მიცემას საკრედიტო შეთანხმების დადების მიზნით, რაც წარმოადგენს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ფორმალურ პროცედურას.
აღნიშნული შეთანხმება მხარეებს შორის მიღწეულია საქართველოს მთავრობის განკარგულების გამოცემამდე და დღეის მდგომარეობით ხელშეკრულება ხელმოწერილია ორივე მხარის მიერ. ხელშეკრულება დადგენილი წესით გადაიგზავნება საქართველოს პარლამენტში რატიფიცირებისთვის“,- ნათქვამია ინფორმაციაში.
0
0
პარლამენტთან კარვებს შლიან
24/11/2024