06/07/2024
01:47
სპორტი
ევროპის ჩემპიონატზე მეორე ნახევარფინალისტი პორტუგალიისა და საფრანგეთის მატჩში გამოვლინდა. გუნდები შეხვედრას მეტისმეტი სიფრთხილით მიუდგნენ, ძირითადი დროც ფრედ დასრულდა და დამატებითიც – 0:0. პენალტების სერიაში კი 5:3 საფრანგეთმა გაიმარჯვა.
პირველ ტაიმში კარის მიმართულებით ორივე გუნდმა მხოლოდ 5-ჯერ დაარტყა, კარის ჩარჩოში კი ბურთი ერთადერთხელ წავიდა, ისიც პორტუგალიელთა მეკარე დიოგო კოშტამ მოიგერია.
მეორე ტაიმში თამაშის სურათი დიდად არ შეცვლილა, თუმცა მეტი სახიფათო მომენტი შეიქმნა. ასეა თუ ისე, 90-მა წუთმა უგოლოდ ჩაიარა და დაინიშნა დამატებითი დრო.
საფრანგეთის ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა კრიშტოფ დიუგარიმ მატჩის მსვლელობისას მოკლე შეფასება გააკეთა: ორივე გუნდი მაღალი კლასის მოთამაშეებით არის დაკომპლექტებული და შეხვედრის ბედს პატარა დეტალები გადაწყვეტსო. დეტალებზე რა მოგახსენოთ, მაგრამ თერთმეტმეტრიანებმა კი გადაწყვიტა: საფრანგეთმა სერიაში 5:3 გაიმარჯვა და ნახევარფინალის საგზური მოიპოვა.
პირველი არხი
0
0