20/08/2022
11:32
მსოფლიო
უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ზაპოროჟიეს ბირთვულ ელექტროსადგურზე საერთაშორისო ატომური სააგენტოს მისიის შესვლას შეუძლია სრული უსაფრთხოების აღდგენა როგორც ენერგოდარში, ასევე თავად სადგურზე.
„უკრაინელი დიპლომატები, ჩვენი პარტნიორები, გაეროსა და საერთაშორისო ატომური სააგენტოს წარმომადგენლები ამუშავებენ მისიის კონკრეტულ დეტალებს, რომელიც უნდა გაემგზავროს ზაპოროჟიეს ბირთვულ სადგურზე. ამ მისიით შესაძლოა, დაიწყოს სრული უსაფრთხოების აღდგენა ზაპოროჟიეს ბირთვულ ელექტროსადგურზე და ენერგოდარში. მადლობელი ვარ ყველასი, ვინც შემოგვიერთდა ამ მუშაობასა და ინიციატივაში“, – აცხადებს ზელენსკი.
მისი თქმით, რუსული ბირთვული შანტაჟი თუ გაგრძელდება, ეს ევროპის სხვადასხვა ქვეყნის ისტორიაში ყველაზე ტრაგიკულ ზაფხულად შევა.
„მსოფლიოს არცერთ ბირთვულ სადგურზე არ არის გათვალისწინებული ის შემთხვევა, როდესაც რომელიმე ტერორისტი სახელმწიფო სადგურს სამიზნედ აქცევს“, – აცხადებს ზელენსკი.
0
0
ყველა წარმატება თავის მპტყუებაა- ლაშა ბუღაძე
17/11/2024
ახალსოფელში ქმარმა ცოლის დაწვა სცადა
17/11/2024