20/01/2025
16:10
საზოგადოება
იმ ადამიანების მიზანმიმართული დევნა, რომლებიც თავიანთ ძირითად უფლებებს იცავენ, აზიანებს დემოკრატიას, სასამართლო სისტემასა და სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპებს საქართველოში, – ამის შესახებ ნათქვამია საქართველოში გერმანიის საელჩოს განცხადებაში.
როგორც საელჩოს განცახდებაშია ნათქვამი, საელჩო „ყურადღებით აკვირდება დემონსტრანტების წინააღმდეგ მიმდინარე აქტუალურ სასამართლო პროცესებს, მათ შორის ავთანდილ კუჭავასა და დავით გოგილაშვილის წინააღმდეგ“.
„თბილისის საქალაქო სასამართლოში გამართულ მათ სასამართლო პროცესებს გასულ კვირას ჩვენს ევროპელ, ამერიკელ და ბრიტანელ პარტნიორებთან ერთად დავესწარით. ამასთან, განსაკუთრებით ვაქცევთ ყურადღებას, დაცული არის თუ არა სასამართლოში სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპები. დაკავებულებს ბრალად ედებათ სამართალდამცავი ორგანოების მოთხოვნებისადმი დაუმორჩილებლობა. ბევრი მათგანი პროტესტების დროს პოლიციის გადამეტებული ძალადობის მსხვერპლიც გახდა. იმ ადამიანების მიზანმიმართული დევნა, რომლებიც თავიანთ ძირითად უფლებებს იცავენ, აზიანებს დემოკრატიას, სასამართლო სისტემასა და სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპებს საქართველოში“, – ნათქვამია გერმანიის საელჩოს განცხადებაში.
0
0