02/10/2024
09:35
საზოგადოება
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ტერორისტული თავდასხმის შედეგად, ისრაელში გარდაცვლილი საქართველოს მოქალაქის სამშობლოში გადმოსვენების შესაძლებლობაზე საელჩო ისრაელის შესაბამის სტრუქტურებთან მუშაობს, რაც მისი დაღუპვის გარემოებების გათვალისწინებით, გარკვეულ დროს მოითხოვს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ უწყებაში განუცხადეს.
„ისრაელში საქართველოს საელჩო 1-ელ ოქტომბერს მომხდარი ტერაქტის შედეგად საქართველოს ერთი მოქალაქის გარდაცვალებას ადასტურებს. საელჩო გარდაცვლილი თანამემამულის საქართველოში გადმოსვენების შესაძლებლობაზე ისრაელის შესაბამის სტრუქტურებთან მუშაობს, რაც ბუნებრივია, მოითხოვს გარკვეულ დროს, მისი დაღუპვის გარემოებების გათვალისწინებით.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახს ამ მძიმე ტრაგედიას, ასევე მომხდარის გამო ისრაელის მთავრობას და ისრაელის ხალხს, საქართველო ტერორიზმის ნებისმიერ გამოვლინებას გმობს,“ - აღნიშნულია განცხადებაში.
0
0