02/12/2021
13:31
პოლიტიკა
მისი თქმით, ფუჭად დასახარჯი დრო არ აქვს, რადგან უკრაინასა და საქართველოში აქტიურ პოლიტიკურ საქმიანობას ეწევა.
„ამ სასამართლო დარბაზში მომიყვანეს სამი საათით ადრე, სასამართლო დაიწყო 50 წუთის დაგვიანებით. მინდა გითხრათ, რომ არ ვიცი, ეტყობა თქვენ ბევრი დრო გაქვთ, მე არ მაქვს ბევრი დრო. მე ვარ უკრაინის ერთ-ერთი უმაღლესი თანამდებობის პირი, აქტიური პოლიტიკოსი საქართველოში, რეგიონალური პოლიტიკური ლიდერი და მაქვს ჩემი პოლიტიკური საქმიანობის დრო.
ნამდვილად არ მაქვს დრო, ფუჭად ვხარჯო ის 4 საათი სადღაც სარდაფში მოყუჩების და კარგად დამწნილების. მომიყვანეთ ხოლმე დროზე როცა არის დრო და ყველა გამოცხადდეს ხოლმე დროზე. ეს არის იმ საზოგადოების პატივისცემა, რომელიც გარეთ ან ეკრანებთან არის და მათ სჭირდებათ პატივისცემა და არა ასე მოპყრობა“, - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. გამოძიება მას ამჯერად სახელმწიფო თანხების გაფლანგვას ედავება.
0
0
მცხეთაში ყვავილების ჯიხურში ხანძარია
12/11/2024