26/10/2024
15:44
არჩევნები 2024
შემიძლია გითხრათ, რომ ძალიან დამაიმედებელი მონაცემები მოდის რეგიონებიდანაც და ქალაქებიდანაც, მათ შორის, განსაკუთრებით თბილისიდან ქართული ოცნებისთვის და საქართველოსთვის და სხვებს ვერ გეტყვით. [...]
მთავარი და ფორმულაც კი ისე არ იქცევა, როგორც TV პირველი დღეს. ეტყობა, რაღაც განსაკუთრებული დავალება აქვთ, მათ თავისი როლი აქვთ და რისთვის ხდება ესყველაფერი? [...]
მაინცდამაინც იმ ლოკაციებზე, სადაც არის TV პირველი გადაადგილდება 30-ზე მეტ ადამიანიანი ჯგუფი, რომლებიც ფიზიკურად უსწორდებიან ადამიანებს, ამომრჩევლებს, აქტივისტებს და ა.შ. [...]
ყველას მოვუწოდებ, რომ თავი დაანებონ პროვოკაციებს, იმით ნუ სარგებლობენ, რომ დავალება გვაქვს გაცემული ჩვენს პარტიულ აქტივისტებზე, რომ მაქსიმალურად შეიკავონ თავი. ვიღაცები რაღაცებს რომ უთმენენ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ მათი დაჩაგვრა შეიძლება - არავინ თავს არ დაგაჩაგვრინებთ, მაგრამ, ამავე დროს, ნუ სარგებლობთ მათი მოთმინებით და ასევე, ამომრჩევლის მოთმინებით. როგორც ჩანს, ჩვენი ამომრჩეველი ამ ჩვენს კეთილ, გულწრფელ მოწოდებას დაექვემდებარა და სანამ დედის გინებაზე და ცემა-ტყეპაზე არ გადადიან, პასუხს არ აძლევენ, წარმოიდგინეთ, ამ უბინძურეს პროვოკაციას. ამიტომ, ეს 30-კაციანი ჯგუფი რამდენს ივლის, მეტის რესურსი არ აქვთ, ანუ არ გვიფიქსირდება ისეთი მომენტები, რომ მთელ ქალაქში დადიოდნენ სხვადასხვა ჯგუფები. ერთი ჯგუფი დადის, ჯერ მივიდნენ ვაზისუბანში163-ე სკოლასთან, წინა ბრიფინგზეც ვთქვი, შემდეგ წავიდნენ ისანში წმ. ბარბარეს ეკლესიასთან, ახლა წინასწარ გეუბნებით, ჩადიან დირსის დასახლებაში - ახლა გზიდან მიტრიალდებიან, თუ ვინმე დაურეკავს, მდინარაძემ ბრიფინგი გააკეთაო და ასე მოძრაობენ, დაბოდიალობენ წინ და უკან. ყველა ამომრჩეველზე პასუხს ვერ ვაგებთ, სხვათა შორის, ესეც შემიძლია გითხრათ.
0
0