საჭიროა, სამხრეთ ოსეთის ხალხმა თავისი სურვილი გამოთქვას რეფერენდუმის სახით - არ არსებობს სამართლებრივი წინააღმდეგობა, რათა სამხრეთ ოსეთი რუსეთის შემადგენლობაში შევიდეს - ანდრეი კლიმოვი
30/03/2022
22:45
მსოფლიო
A-
+A
რუსეთის კანონმდებლობა ითვალისწინებს რუსეთის შემადგენლობაში ქვეყნების მიღების პროცედურას სუბიექტების სახით, რისთვისაც საჭიროა, რომ ოსმა ხალხმა საკუთარი სურვილი გამოთქვას რეფერენდუმის სახით. „რია ნოვოსტის“ ინფორმაციით, ამის შესახებ დეპუტატმა, პარტია "ეძინაია რუსეთის" საერთაშორისო თანამშრომლობის კომისიის თავმჯდომარის მოადგილემ ანდრეი კლიმოვმა განაცხადა.
მისივე თქმით, არ არსებობს არავითარი სამართლებრივი ხასიათის წინააღმდეგობა, რათა ასრულდეს სამხრეთ ოსეთის მცხოვრებთა დიდი ხნის სურვილი, შევიდეს რუსეთის შემადგენლობაში. მისივე განცხადებით, რუსეთი ელოდება, როდის გატარდება შესაბამისი პროცედურები.
„ჩვენ დიდი ხანია ვიცით ჩვენი მეზობლის, სამხრეთ ოსეთის სურვილი, გააკეთოს თავისი არჩევანი - გაერთიანდეს. ამიტომ, ჩემი აზრით, როდესაც ყველა იურიდიული ფორმალობა იქნება დაცული, არ არსებობს არავითარი სამართლებრივი ხასიათის წინააღმდეგობა, რათა ასრულდეს სამხრეთ ოსეთის მცხოვრებთა დიდი ხნის სურვილი - შევიდეს რუსეთის შემადგენლობაში. ჩვენ ველოდებით, როდის გატარდება ეს პროცედურები. ჩვენ მიერ ყველა საჭირო სამართლებრივი საკითხები დამუშავებულია, ჯერ კიდევ, 20 წლის წინ“, - განაცხადა კლიმოვმა.
0
0
441
სიახლეები
ყველა
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%