საჭიროა, ევროპის რუსეთზე ენერგოდამოკიდებულება ნულამდე დავიყვანოთ, მამაცი უკრაინელი ხალხი რუსულ ტანკებს წვავს, ჩვენ კი, რუსეთს ფულს ვაძლევთ ახალი ტანკებისთვის - ევროპარლამენტის პრეზიდენტი
18/03/2022
13:35
მსოფლიო
A-
+A
მამაცი უკრაინელი ხალხი რუსულ ტანკებს წვავს, ჩვენ კი, რუსეთს ფულს ვაძლევთ ახალი ტანკებისთვის, – ამის შესახებ ევროპარლამენტის პრეზიდენტმა, რობერტა მეცოლამ განაცხადა.
მისი თქმით, ევროპამ რაც შეიძლება სწრაფად უნდა შეამციროს რუსეთის ენერგორესურსებზე დამოკიდებულება.
როგორც მეცოლამ აღნიშნა, ის, რაც ევროკავშირმა გააკეთა, არ შეიძლება, საკმარისად ჩაითვალოს, ვიდრე ომი მიმდინარეობს.
„საჭიროა, ევროპის რუსეთზე ენერგოდამოკიდებულება ნულამდე დავიყვანოთ. ამას თუ არ გავაკეთებთ, ჩვენ გავაგრძელებთ ომის დაფინანსებას. მამაცი უკრაინელები ყოველდღიურად წვავენ რუსულ ტანკებს, ჩვენ კი რუსეთს ფულს ვაძლევთ ახალი ტანკებისთვის. პარლამენტმა ძალიან მკაფიოდ გამოხატა საკუთარი აზრი, რომ ევროკავშირმა უნდა გააკეთოს ყველაფერი, რათა არც ერთი წევრი სახელმწიფო არ იყოს დამოკიდებული რუსულ გაზზე“,- განაცხადა მეცოლამ.
0
0
480
სიახლეები
ყველა
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%